პრესრილიზი-11 ნოემბერი, 2011, თბილისი საქართველო
ა/წ 13 ნოემბერს 14:00სთ–ზე ”კოალიცია სამართლიანობისათვის” პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პრეს-კონფერენციას გამართავს, რომელზეც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ცხინვალის რეგიონში 13 ნოემბერს დაგეგმილ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ (მისამართი: ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი # 1, თბილისი).
განცხადება ”კოალიცია სამართლიანობისათვის” ინიციატივით მომზადდა და მას რამდენიმე ათეული ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.
პრეს-კონფერენციასთან ერთად, ”კოალიცია სამართლიანობისათვის” კიდევ ერთ ღონისძიებას გამართავს: ”ეთნიკური წმენდის ტოპოგრაფია” - ასე ეწოდება გამოფენას, რომელზეც 2008 წელს ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა, მათ შორის ცხინვალის რეგიონის სატელიტური ფოტოები იქნება წარმოდგენილი. ცხინვალის რეგიონის ომამდელ და ომის შემდგომ გადაღებულ სატელიტურ ფოტოებში, ნათლად ჩანს, რომ ომის შედეგად მიზანმიმართულად განადგურდა და მიწასთან გასწორებულ იქნა ქართული სოფლების დიდი ნაწილი, რაც ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის კიდევ ერთ დოკუმენტურ დადასტურებას წარმოადგენს.
კოალიცია სამართლიანობისათვის წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების ადვოკატირება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
თამარ ვაშაკიძე
კოალიცია სამართლიანობისათვის
ტელ: 995 32 2 47 12 17
მობ: 995 599 92 56 11
ელ–ფოსტა: tvashakidze@cfj.ge
აფხაზეთსა და ცხინვალის |რეგიონში ქართველთა |ეთნოწმენდამ 20 000 |ადამიანი იმსხვერპლა
უკვე 20 წელია |ილახება დევნილთა |საკუთარ მიწაზე |დაბრუნების უფლება
2010 წლის გამოკითხვით, |დევნილთა 87% სურს |აფხაზეთში, საკუთარ |სახლებში დაბრუნება
აქტივიზმის ცენტრი
პეტიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ
”კოალიცია სამართლიანობისათვის” ავრცელებს ამ პეტიციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ხელყოფის შეწყვეტის მოთხოვნით.
82 პეტიცია გაიგზავნა ამ ვებ-გვერდიდან


