არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია სამართლიანობისათვის” ეხმიანება ბ-ნი დიტერ ბოდენის ვიზიტს აფხაზეთში

არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია სამართლიანობისათვის” ეხმიანება გერმანელი დიპლომატის, 1999-2000 წლებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში და 1995-1996 წლებში საქართველოში ეუთოს სპეციალური მისიის ხელმძღვანელის, ბ-ნი დიტერ ბოდენის ბოლო ვიზიტს აფხაზეთში.

სამწუხაროა, რომ ბ-ნი ბოდენის ბოლოდროინდელი განცხადებები გამოირჩევიან განსაკუთრებული ტენდენციურობით. კერძოდ, მისი განცხადება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება ილუზიაა (Дитер Боден: жесткое сопротивление шло от грузин, Эхо Кавказа, 19.11.2010 22:04) რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების შედეგად დამკვიდრებული სტატუს ქვოს (ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და ა.შ.) აღიარების მცდელობაა. ამგვარი განცხადებები შეიძლება ასევე განვიხილოთ როგორც მცდელობა გაუღვივოს საერთაშორისო თანამეგობრობას აზრი, რომ საქართველოს გაერთიანება და ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლებში დაბრუნების მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

”კოალიცია სამართლიანობისათვის” მიუღებელია, რომ ბ-ნი ბოდენი, გაეროსა და ეუთოში მრავალწლიანი კარიერის მიუხედავად, ჰუმანიტარულ საკითხებსა და კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობას მეორეხარისხოვნად მიიჩნევს. ჰუმანიტარული მოსაზრებით, საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების ერთ-ერთი ქვაკუთხედი ასიათასობით დევნილის, როგორც ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა, საკუთარ სახლებში უპირობო, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებაა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის სავალალო უფლებრივი მდგომარეობა და დევნილთა დაბრუნების უფლების განხორციელების ტოტალური აკრძალვა, სამწუხაროდ ბ-ნი ბოდენისათვის პრიორიტეტულ თემებს არ წარმოადგენენ.

ასევე უცნაურად ჟღერს ბ-ნი ბოდენის მიერ საქართველოსა და ნაცისტურ გერმანიას შორის გავლებული პარალელიც (Дитер Боден: "Нельзя замораживать конфликты", Эхо Кавказа, 26.02.2011 02:55). საქართველოს პოლიტიკის ნაწილი არასოდეს ყოფილა ეთნიკური, სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური ჯგუფის დევნა ან განადგურება, რისი თქმაც არ შეგვიძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების შესახებ, რომლებმაც განახორციელეს ეთნიკური წმენდა და ასიათასობით ადამიანი, უმთავრესად ქართველები, გამოდევნეს საკუთარი სახლებიდან. ეთნოწმენდის პოლიტიკა დღესაც გრძელდება ვინაიდან დევნილებს არ ეძლევათ უფლება დაუბრუნდნენ მშობლიურ მიწა-წყალს და მონაწილეობა მიიღონ ამ რეგიონების პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში.

”კოალიცია სამართლიანობისათვის” მოუწოდებს ბ-ნ ბოდენს რეალობაზე დაფუძნებული ანალიზი და დასკვნები შესთავაზოს საზოგადოებას და შეინარჩუნოს ობიექტურობა.

 

 

აფხაზეთსა და ცხინვალის |რეგიონში ქართველთა |ეთნოწმენდამ 20 000 |ადამიანი იმსხვერპლა

უკვე 20 წელია |ილახება დევნილთა |საკუთარ მიწაზე |დაბრუნების უფლება

2010 წლის გამოკითხვით, |დევნილთა 87% სურს |აფხაზეთში, საკუთარ |სახლებში დაბრუნება





<< მაისი 2012 >>
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

აქტივიზმის ცენტრი

პეტიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

”კოალიცია სამართლიანობისათვის” ავრცელებს ამ პეტიციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ხელყოფის შეწყვეტის მოთხოვნით.

82 პეტიცია გაიგზავნა ამ ვებ-გვერდიდან maps