კოალიცია სამართლიანობისათვის პასუხი Freedom House-ის ანგარიშზე „უარესები უარესთა შორის 2011 - მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული საზოგადოებები”

2011-06-07
კოალიცია სამართლიანობისათვის პასუხი Freedom House-ის ანგარიშზე „უარესები უარესთა შორის 2011 - მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული საზოგადოებები”

”კოალიცია სამართლიანობისათვის” მიესალმება ”Freedom House”-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სახელწოდებით ”უარესები უარესთა შორის 2011 - მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული საზოგადოებები”. ”კოალიცია სამართლიანობისათვის” ასევე  სათანადოდ აფასებს ”Freedom House”-ის ძალისხმევას გააგრძელოს საერთაშორისო საზოგადოების  ინფორმირება ანგარიშში წარმოდგენილი ქვეყნების მოქალაქეების უფლებათა სისტემატური და ფართოდ გავრცელებული დარღვევების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”კოალიცია სამართლიანობისათვის” პასუხი Amnesty International-ის ანგარიშზე: ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მსოფლიოში

2011-05-27
არასამთავრობო ორგანიზაციის ”კოალიცია სამართლიანობისათვის”  პასუხი Amnesty International-ის ანგარიშზე: ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მსოფლიოში

“კოალიცია სამართლიანობისათვის” მიესალმება “Amnesty International”-ის მიერ 2011 წლის ანგარიშის გამოქვეყნებას – “მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა.” მისასალმებელია, რომ ანგარიშში საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) მდგომარეობა განხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალურ კონტექსტში. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პრობლემები გავაცნოთ საერთაშორისო თანამეგობრობას  და რომ ეს საკითხი განხილვის საგნად დარჩეს როგორც აკადემიურ წრეებში, ისე ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ჯგუფებში. ანგარიშში აღნიშნულია პროგრესი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განსახლების პირობების გრძელვადიანი გადაწყვეტის საქმეში – ე.წ. კომპაქტური  დასახლებების რეაბილიტაციამ და დევნილთათვის ქონების საკუთრებაში გადაცემამ გარკვეულწილად, მართლაც შეამსუბუქა ამ მოწყვლადი ჯგუფის ყოველდღიურობის სიმძიმე.

”კოალიცია სამართლიანობისათვის” შეურთდა ”კოალიცია ევროპული საქართველოსათვის”

2010-12-15
”კოალიცია სამართლიანობისათვის” შეურთდა ”კოალიცია ევროპული საქართველოსათვის”

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კოალიცია სამართლიანობისათვის” გახდა ”კოალიაცია ევროპული საქართველოსთვის” წევრი, რომელიც 2010 წლის 15 დეკემბერს, ქ. თბილისში შეიქმნა. მასში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური თავისუფლების სფეროებში საქართველოში მოქმედი ორმოცდაათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. კოალიციის მიზანია საქართველოში ფუნდამენტური ევროპული ფასეულობების დამკვიდრება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებში არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერა.

”ეთნიკური წმენდის ტოპოგრაფია”

2010-11-14
”ეთნიკური წმენდის ტოპოგრაფია”

”ეთნიკური წმენდის ტოპოგრაფია” - ასე ეწოდება გამოფენას, რომელიც ”კოალიცია სამართლიანობისათვის” 13 ნოემბერს გამართა ”ევროპის სახლის” საგამოფენო დარბაზში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2008 წელს ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა, მათ შორის ცხინვალის რეგიონის სატელიტური ფოტოები. ცხინვალის რეგიონის ომამდელ და ომის შემდგომ გადაღებულ სატელიტურ ფოტოებში, ნათლად ჩანს, რომ ომის შედეგად მიზანმიმართულად განადგურდა და მიწასთან გასწორებულ იქნა ქართული სოფლების დიდი ნაწილი, რაც ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის კიდევ ერთ დოკუმენტურ დადასტურებას წარმოადგენს.

 

აფხაზეთსა და ცხინვალის |რეგიონში ქართველთა |ეთნოწმენდამ 20 000 |ადამიანი იმსხვერპლა

უკვე 20 წელია |ილახება დევნილთა |საკუთარ მიწაზე |დაბრუნების უფლება

2010 წლის გამოკითხვით, |დევნილთა 87% სურს |აფხაზეთში, საკუთარ |სახლებში დაბრუნება





<< მარტი 2012 >>
ორ.სამ.ოთხ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აქტივიზმის ცენტრი

პეტიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

”კოალიცია სამართლიანობისათვის” ავრცელებს ამ პეტიციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ხელყოფის შეწყვეტის მოთხოვნით.

82 პეტიცია გაიგზავნა ამ ვებ-გვერდიდან maps