”კოალიციამ სამართლიანობისათვის” ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2011 წლის ანგარიშის პრეზენტაცია ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში გამართა
”კოალიცია სამართლიანობისათვის” აგრძელებს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების 2011 წლის ანგარიშის თაობაზე.
კოალიცია რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
21 მარტს რასობრივ დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასთან და შეუწყნარებლობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ”კოალიციამ სამართლიანობისათვის” სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2011 წლის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა დისკუსია, რომელშიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ადამიანის უფლებების დარღვევები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანგარიშის პრეზენტაცია
ა/წ 7 მარტს სასტუმრო ციტადინში, ”კოალიციამ სამართლიანობისათვის” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2011 წლის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართა. პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა დისკუსია, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია სამართლიანობისათვის” ეხმიანება ბ-ნი დიტერ ბოდენის ვიზიტს აფხაზეთში
არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია სამართლიანობისათვის” ეხმიანება გერმანელი დიპლომატის, 1999-2000 წლებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში და 1995-1996 წლებში საქართველოში ეუთოს სპეციალური მისიის ხელმძღვანელის, ბ-ნი დიტერ ბოდენის ბოლო ვიზიტს აფხაზეთში.
კოალიციამ სამართლიანობისათვის კოდაში მცხოვრებ დევნილებს ახალი წელი მიულოცა
ა/წ 29 დეკემბერს კოალიციამ სამართლიანობისათვის კოდის კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა მოინახულა და საახალწლოდ კომპიუტერი და ინტერნეტის ერთწლიანი სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.
კოალიცია სამართლიანობისათვის დაბრუნების უფლების შესახებ დევნილებთან შეხვედრებს განაგრძობს
კამპანია ”მინდა დავბრუნდე”-ს ფარგლებში კოალიცია სამართლიანობისათვის განაგრძობს დევნილების დაბრუნების უფლებაზე მრგვალი მაგიდის სერიების მასპინძლობას. ა/წ 27 დეკემბერს, კოალიციამ ევროპის სახლში დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა, რომელშიც თბილისის კომპაქტურ ცენტრებში დასახლებულმა 15-მდე აფხაზეთიდან დევნილმა მიიღო მონაწილეობა.
კოალიციამ სამართლიანობისათვის დევნილთა უფლებებზე მედია კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა და ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ა/წ 9 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „კოალიციამ სამართლიანობისათვის“ დევნილების უფლებებზე 2011 წლის საუკეთესო მედია ნამუშევრების ავტორები დააჯილდოვა.
ცხინვალის რეგიონის სატელიტური რუკები - ეთნიკური წმენდის ტოპოგრაფია
5-დღიანი ომის შედეგად სრულიად განადგურდა რამდენიმე ქართული სოფელი. სახლების გადაწვა და ნგრევა ეთნიკური წმენდის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. სატელიტური ფოტოები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ეს ქმედებები განხორციელდა ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების აღსაკვეთად. ეს სატელიტური ფოტოები გადაღებულია 2008 წლის ომამდე და ომის შემდეგ.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით
ა/წ 13 ნოემბერს 14:00სთ–ზე ”კოალიცია სამართლიანობისათვის” პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გამართა პრეს-კონფერენცია, სადაც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცხინვალის რეგიონში 13 ნოემბერს დაგეგმილ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გააკეთეს.
აფხაზეთსა და ცხინვალის |რეგიონში ქართველთა |ეთნოწმენდამ 20 000 |ადამიანი იმსხვერპლა
უკვე 20 წელია |ილახება დევნილთა |საკუთარ მიწაზე |დაბრუნების უფლება
2010 წლის გამოკითხვით, |დევნილთა 87% სურს |აფხაზეთში, საკუთარ |სახლებში დაბრუნება
| << | მაისი 2012 | >> | ||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორ. | სამ. | ოთხ. | ხუთ. | პარ. | შაბ. | კვ. |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
აქტივიზმის ცენტრი
პეტიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ
”კოალიცია სამართლიანობისათვის” ავრცელებს ამ პეტიციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ხელყოფის შეწყვეტის მოთხოვნით.
82 პეტიცია გაიგზავნა ამ ვებ-გვერდიდან


