- 1990 წ. სექტემბერი - აგვისტო
- 1990 წ. დეკემბერი - 1991 წ. იანვარი
- 1991 წ. მარტი
- 1992 წ. 19 იანვარი
- 1992 წ. ივნისი - დეკემბერი
- 1994 წ. 15 აგვისტო
- 1996 წ. მაისი - ნოემბერი
- 2004 წ. ივნისი - ივლისი
- 2004 წ. ივლისი
- 2004 წ. აგვისტო
- 2004 წ. 5 ნოემბერი
- 2005 წ. 26 იანვარი
- 2006 წ. 12 ნოემბერი
- 2007 წ. 10 მაისი
- 2007 წ. 24 ივლისი
- 2007 წ. 6 აგვისტო
- 2008 წ. თებერვალი - მარტი
- 2008 წ. აპრილი
- 2008 წ. ივნისი - ივლისი
- 2008 წ. 29 - 30 ივლისი
-
მას შემდეგ, რაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება რეგიონს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად აცხადებს და სსრკ-ს შემადგენლობაში დამოუკიდებელ სუბიექტად შესვლას ითხოვს, იზრდება დაძაბულობა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. ოფიციალური თბილისი ბათილად სცნობს სამხრეთ ოსეთის 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებს და საერთოდ აუქმებს ავტონომიის სტატუსს.
-
ცხინვალში და მის შემოგარენში იწყება შეიარაღებული შეტაკებები, რასაც მოჰყვება საგანგებო სიტუაციის გამოცხადება და რეგიონში საქართველოს ეროვნული გვარდიის შეყვანა ოსური შეირაღებული დაჯგუფებების განსაიარაღებლად. შეტაკებების შედეგად იღუპება 2 ათასზე მეტი ადამიანი, საქართველოს ტოვებს 100 ათასამდე ეთნიკური ოსი, ხოლო სამხრეთ ოსეთს - 23 ათასი ეთნიკური ქართველი. საბოლოო ჯამში სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო დამოუკიდებელი ხდება.
-
ოფიციალური მოსკოვი და თბილისი ხელს აწერენ ერთობლივ ოქმს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროთა ერთობლივი კომისიის შექმნას სამხრეთ ოსეთის რეგიონში შექმნილი სიტუაციის შესწავლის, ტერიტორიაზე მოქმედი ყველა უკანონო ფორმირების განიარაღების და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დასაბრუნებლად შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით.
-
სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა ატარებს რეფერენდუმს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და რუსეთის ფედერაციასთან შეერთების თაობაზე.
-
იდგმება რიგი ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით: საქართველოსა და რუსეთს შორის იდება სოჭის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს დემილიტარიზაციას და იქმნება შერეული საკონტროლო კომისია კონფლიქტში ჩაბმული მხარეების მონაწილეობით; კომისიასთან იქმნება შერეული სამშვიდობო ძალები (რუსეთი, საქართველო, ჩრდილოეთ ოსეთი) და იწყება სამშვიდობო ოპერაცია; იხსნება ეუთოს მისია საქართველოში, რომელიც მონიტორინგს უწევს სამშვიდობო ოპერაციას.
-
ქართულ-ოსური კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მიზნით, ეუთო მხარეებს სთავაზობს კონსტიტუციური მოდელის ვარიანტს, რომელიც სტატუსის საკითხის არეგულირებს. წარმოდგენილ ვარიანტს არცერთი მხარე არ იზიარებს.
-
საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური პირები ხელს აწერენ მემორანდუმს უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ურთიერთნდობის აღდგენის ღონისძიებათა შესახებ, რომლითაც ორივე მხარე უარს აცხადებს ძალის გამოყენებაზე. ნოემბერში ხდება ჩიბიროვის არჩევა სამხრეთ ოსეთის პირველ პრეზიდენტად.
-
ქართული პოლიციის მიერ ერგნეთის ბაზრის დახურვას, რომელიც კონტრაბანდის ცენტრს და რეგიონისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, მოჰყვება შეიარაღებული შეტაკებები: აყვანილია ტყვეები, სროლებისა და დაბომბვების შედეგად იღუპება და იჭრება მრავალი ადამიანი. მას შემდეგ, რაც ოსური მილიცია ანიარაღებს და ატყვევებს 50 ქართველ პოლიციელს, რომლებიც არ ატარებენ რუსულ კონვოის, იწყება ახალი, რამდენიმედღიანი შეტაკებები საარტილერიო ცეცხლის თანხლებით.
-
რუსეთის დუმა იღებს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების მხარდამჭერ რეზოლუციას.
-
სამდღიანი სროლების შემდეგ მიიღწევა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მალევე ირღვევა და ადგილი აქვს სისხლიან შეტაკებებს და მსხვერპს ორივე მხრიდან. ოფიციალური თბილისი იღებს ვალდებულებას არამშვიდობისმყოფელი ძალების სამხრეთ ოსეთიდან გაყვანის თაობაზე მშვიდობის სანაცვლოდ.
-
სოჭის შეხვედრაზე ზურაბ ჟვანია და ედუარდ კოკოითი ხელს აწერენ შეთანხმებას კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის შესახებ.
-
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ქ. სტრასბურგში სააკაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ავტონომიის უფრო ფართო ფორმებს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება უარყობს აღნიშნულ გეგმას და კვლავ ითხვოს სრულ დამოუკიდებლობას.
-
სამხრეთ ოსეთში პარალელურ რეჟიმში ტარდება ორი არჩევნები და ორი რეფერენდუმი. სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერტიტორიაზე კვლავ ხდება ედუარდ კოკოითის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევა, რომელიც ითხოვს საქართველოსგან დამოუკიდებლობას. მეორე არჩევნებში, რომელიც ტარდება ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ხდება სეპარატისტული მთავრობის ყოფილი პრემიერის დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიულ პრეზიდენტად არჩევა, რომელიც ითხოვს საქართველოსთან მოლაპარაკებების წარმოებას მომავალი ფედერალური შეთანხმების თაობაზე.
-
საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ოფიციალური თბილისის მიერ მხარდაჭერილ დიმიტრი სანაკოევს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელად.
-
საქართველოს მთავრობა ქმნის ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფაგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემმუშავებელ კომისიას, რომელშიც რთავს ოსური საზოგადოების წარმომადგენლებს.
-
მას შემდეგ, რაც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ წითელუბანში ეცემა ჭურვი (რომელიც არ ფეთქდება), მდგომარეობა კვლავ იძაბება. საქართველოს მხარის მტკიცებით, რუსეთი ორჯერ არღვევს მის საჰაერო სივრცეს, რასაც მოსკოვი უარყოფს.
-
კოსოვო აცხადებს დამოუკიდებლობას, რაც უბიძგებს სამხრეთ ოსეთს უფრო აქტიურად მოუწოდოს საერთაშირისო თანამეგობრობას აღიაროს მისი დამოუკიდებლობა.
-
მას შემდეგ, რაც რუსეთი ამყარებს ფორმალურ ურთიერთობებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან, ოფიციალური თბილისი ბრალს სდებს მოსკოვს ამ რეგიონების “დე ფაქტო ანექსიის” დაგეგმვაში.
-
მდგომარეობა იძაბება: მიმდინარეობს ორმხრივი სროლები ქართულ და სამხრეთ ოსეთის სამხრედრო ძალებს შორის ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიმიტრი სანაკოევის კონვოიზე ხდება იერიშის მიტანა.
-
სამხრეთ ოსეთი ადანაშაულებს საქართველოს ცხინვალის მიმდებარე სოფლების საარტილერიო დაბომბვაში. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ოსური დაჯგუფებები აწარმოებენ სროლას ქართველთა მონიტორინგის ჯგუფის მიმართულებით.
აფხაზეთსა და ცხინვალის |რეგიონში ქართველთა |ეთნოწმენდამ 20 000 |ადამიანი იმსხვერპლა
უკვე 20 წელია |ილახება დევნილთა |საკუთარ მიწაზე |დაბრუნების უფლება
2010 წლის გამოკითხვით, |დევნილთა 87% სურს |აფხაზეთში, საკუთარ |სახლებში დაბრუნება
აქტივიზმის ცენტრი
პეტიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ
”კოალიცია სამართლიანობისათვის” ავრცელებს ამ პეტიციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ხელყოფის შეწყვეტის მოთხოვნით.
82 პეტიცია გაიგზავნა ამ ვებ-გვერდიდან


