• სსრკ-ს დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ფონზე იზრდება დაძაბულობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის. მას შემდეგ, რაც საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო იურიდიული ძალის არმქონედ აცხადებს აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებას აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე, შეიარაღებული სეპარატისტული ჯგუფები განსაკუთრებით აქტიურდებიან. სარკინიგზო-საავტომობილო მაგისტრალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ქართული შეიარაღებული კონტინგენტი გადაადგილდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ აწყდება აფხაზეთის ხელისუფლების სეპარატისტულად განწყობილი ნაწილის შეიარაღებულ წინაამღდეგობას და იწყება საბრძოლო მოქმედებები.

  • ხელი ეწერება პირველ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა იგი მალევე ირღვევა სეპარატისტების მიერ. 1992 წ. ოქტომბრის თვეში ადგილი აქვს გაგრის ქართულენოვანი მოსახლეობის მასობრივ ეთნიკურ წმენდას, იძულებით დევნას და მათი სახლების განადგურებას, რაც იწვევს მრავალრიცხოვან მსხვერპლს და 35 000 იძულებით გადაადგილებული პირის გაჩენას.

  • იდება ახალი ხელშეკრულებები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მათ შორის სამმხრივი ქართულ-აფხაზურ-რუსული შეთანხმება ქ. სოჭში, თუმცა სეპარატისტები კვლავ არღვევენ მას და იწყებენ ახალ საომარ მოქმედებებს. ხდება სოხუმის დემილიტარიზაცია, ქართული საჯარისო შენაერთები და მძიმე ტექნიკა ქალაქიდან გაყვანილია, მაგრამ სეპარატისტული შეირაღებული ფორმირებები სოხუმზე მასირებული შტურმისთვის ემზადებიან.

  • სოხუმი ეცემა. განდევნილია 100 000-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე, ათასობით არააფხაზი მოკლულია, ხოლო 60 000-მდე მოსახლე იძულებულია დატოვოს ქალაქი და მისი შემოგარენი, რადგანაც სეპარატისტები მიიწევიან ოჩამჩირესა და გალის მიმართულებით. დაახლოებით 125 ათასი ადამიანი აწყდება მდინარე ენგურს.

  • ხელი ეწერება ახალ ხელშეკრულებებს ცეცხლის განუახლებლობის, იძულებით გადაადგილებული პირების რეპატრიაციისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ, თუმცა ისინი არაერთხელ ირღვევა აფხაზი სეპარატისტების მიერ: მსხვერპლის რაოდენობა 2 ათასს აღწევს (ძირითადად ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები) და ვერცერთი დევნილის დაბრუნება ვერ ხერხდება. 1994 წლის 14 მაისის ორმხრივი, ქართულ-აფხაზური ხელშეკრულების საფუძველზე, დსთ-ს მშვიდობისმყოფელთა მანდატით, აფხაზეთში რუსული ჯარების განთავსება ხდება.

  • დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურები იღებენ გადაწყვეტილებას, რომლითაც წესდდება სანქციები აფხაზეთისთვის სამხედრო ტექნიკისა და დახმარების მიწოდების თაობაზე და ასევე სავაჭრო ურთიერთობებზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან.

  • 50 ათასი ეთნიკური ქართველი ხდება სეპარატისტების ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ოპერაციების მსხვერპლი გალის რაიონში; ერთი კვირის განმავლობაში გადამწვარია 600 სახლი. ივლისის თვეში ხდება ბრძოლების განახლება, რასაც მოჰყვება დამატებით 30 ათასი დევნილის გაჩენა. მინისტრთა საბჭოს რიგით მე-7 შეხვედრაზე ქ. ოსლოში ეუთო იღებს რეზოლუციას, რომლითაც გმობს ძალადობის ახალ გამოვლინებას და აკეთებს მოწოდებას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და დაუყოვნებელი დაბრუნების შესახებ გალის რაიონში.

  • სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ატარებს რეფერენდუმს დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა მის შედეგებს არ სცნობს საერთაშირისო თანამეგობრობა.

  • საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით რუსეთის ფედერაცია იწყებს მოქალაქეობის და რუსული პასპორტების შეთავაზებას თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მაცხოვრებელთათვის, ხოლო იმავდროულად აწესებს სავიზო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეებზე. რუსული რუბლი ხდება აფხაზეთის დე ფაქტო ვალუტა.

  • გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, დიტერ ბოდენი, წარმოადგენს იმ ძირითადი პრინციპების ნუსხას, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს უფლებამოსილებათა გამიჯვნა თბილისსა და სოხუმს შორის. სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება უარს აცხადებს რეკომენდაციების გათვალისწინებაზე.

  • საქართველოს ხელისუფლება სეპარატისტებს სთავაზობს “გზამკვლევს” აფხაზეთში კონფლიქტის საბოლოო დარეგულირების მიზნით, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება უარით პასუხობს და მოუწოდებს რუსეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ. საპასუხოდ გაერო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და წარმოადგენს კონფლიქტის დარეგულირების ძირითადად პრინციპებს, რომლებიც ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაუყოვნებლივ დაბრუნებას და საომარი მოქმედებების განუახლებლობას.

  • რუსეთის ფედერაცია აცხადებს დსთ-ს მეთაურთა საბჭოს 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებიდან გასვლის თაობაზე (აფხაზეთზე სანქციების დაწესების შესახებ).

  • საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს ახალ სამშვიდობო გეგმას და აფხაზეთს სთავაზობს ფართო ავტონომიას, თუმცა სეპარატისტული ხელისუფლება ამ გეგმაზე უარს აცხადებს.

  • ქართული შეიარაღებული ძალები ცეცხლით პასუხობენ ოსური შეიარაღებული ბანდფორმირებების გახშირებულ შემოტევებს. საპასუხოდ მოსკოვი ახორციელებს სრულმასშტაბიან შემოჭრას, აგზავნის სამხედრო თვითმფრინავებს და ჯავშანტექნიკის კოლონებს სამხრეთ ოსეთში, ასევე ზრდის თავის სამხედრო კონტინგენტს აფხაზეთში. ხუთდღიანი ომის შედეგად იღუპება ასობით ადამიანი, ათასობით დევნილი დროებით თავშესაფარს აფარებს თავს.

  • რუსეთის ფედერაცია ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთის (და სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობას.

 

აფხაზეთსა და ცხინვალის |რეგიონში ქართველთა |ეთნოწმენდამ 20 000 |ადამიანი იმსხვერპლა

უკვე 20 წელია |ილახება დევნილთა |საკუთარ მიწაზე |დაბრუნების უფლება

2010 წლის გამოკითხვით, |დევნილთა 87% სურს |აფხაზეთში, საკუთარ |სახლებში დაბრუნება





აქტივიზმის ცენტრი

პეტიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

”კოალიცია სამართლიანობისათვის” ავრცელებს ამ პეტიციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ხელყოფის შეწყვეტის მოთხოვნით.

82 პეტიცია გაიგზავნა ამ ვებ-გვერდიდან maps