სიახლეები

ახალი ამბები

”კოალიციამ სამართლიანობისათვის” ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2011 წლის ანგარიშის პრეზენტაცია ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში გამართა

”კოალიცია სამართლიანობისათვის” აგრძელებს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების 2011 წლის ანგარიშის თაობაზე.

ახალი ამბები

კოალიცია რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

21 მარტს რასობრივ დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასთან და შეუწყნარებლობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ”კოალიციამ სამართლიანობისათვის” სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2011 წლის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა დისკუსია, რომელშიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ახალი ამბები

ადამიანის უფლებების დარღვევები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანგარიშის პრეზენტაცია

ა/წ 7 მარტს სასტუმრო ციტადინში, ”კოალიციამ სამართლიანობისათვის” საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2011 წლის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართა. პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა დისკუსია, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ახალი ამბები

კოალიცია სამართლიანობისათვის დაბრუნების უფლების შესახებ დევნილებთან შეხვედრებს განაგრძობს

კამპანია ”მინდა დავბრუნდე”-ს ფარგლებში კოალიცია სამართლიანობისათვის განაგრძობს დევნილების დაბრუნების უფლებაზე მრგვალი მაგიდის სერიების მასპინძლობას. ა/წ 27 დეკემბერს, კოალიციამ ევროპის სახლში დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა, რომელშიც თბილისის კომპაქტურ ცენტრებში დასახლებულმა 15-მდე აფხაზეთიდან დევნილმა მიიღო მონაწილეობა.

ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია სამართლიანობისათვის” ეხმიანება ბ-ნი დიტერ ბოდენის ვიზიტს აფხაზეთში

არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია სამართლიანობისათვის” ეხმიანება გერმანელი დიპლომატის, 1999-2000 წლებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში და 1995-1996 წლებში საქართველოში ეუთოს სპეციალური მისიის ხელმძღვანელის, ბ-ნი დიტერ ბოდენის ბოლო ვიზიტს აფხაზეთში.

 

აფხაზეთსა და ცხინვალის |რეგიონში ქართველთა |ეთნოწმენდამ 20 000 |ადამიანი იმსხვერპლა

უკვე 20 წელია |ილახება დევნილთა |საკუთარ მიწაზე |დაბრუნების უფლება

2010 წლის გამოკითხვით, |დევნილთა 87% სურს |აფხაზეთში, საკუთარ |სახლებში დაბრუნება





აქტივიზმის ცენტრი

პეტიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

”კოალიცია სამართლიანობისათვის” ავრცელებს ამ პეტიციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ხელყოფის შეწყვეტის მოთხოვნით.

82 პეტიცია გაიგზავნა ამ ვებ-გვერდიდან maps